|
ჩეხეთი ტურისტებს ლუდის ფესტივალზე ეპატიჟება (PVA Letňany Exhibition Centre)
6 ღამე/ 7 დღე
პრაღა და საერთოდ ჩეხეთი ხომ ლუდის ნამდვილი სამოთხეა. 22 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ჩეხეთში ლუდის ერთერთი ყველაზე მაშტაბური ფესტივალი ტარდება. ფესტივალზე ლუდის 50ზე მეტი სახეობა იქნება წარმოდგენილი და რაც მთავარია, მათი დაგემოვნების საშუალება ფესტივალის ყველა სტუმარს ექნება. გარდა ამისა, გექნებათ შესაძლებლობა გასინჯოთ ლუდის რამდენიმე ორიგინალური სახეობაც, რომელიც თავისუფალ გაყიდვაში ჯერ არც კი გამოსულა. ფესტივალი, წელიწადში ერთხელ კეთდება. სტუმრებს მოემსახურება სპეციალურ ტრადიციურ ტანსაცმელში ჩაცმული 300ი მომსახურე პერსონალი (გოგოები და ბიჭები), ე.წ ლუდის დამტარებლები, რომლებიც მოულოდნელად გამოჩნდებიან სხვადასხვა ადგილებში და სიცხით შეწუხებულ მოგზაურებს მოემსახურებიან. ამას დაუმატეთ უგემრიელესი ჩეხურ მწვადები, დელიკატესები...ყველაფერთან ერთად ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი პროგრამები. ფესტივალი მიმდინარეობს უზარმაზარ კომპლექსურ კარვებში, ყოველ კარავს თავისი კუთვნილი სცენა აქვს. როგორც ცნობილია ჩეხეთში ლუდის უამრავი ფესტივალი და კონკურსი იმართება, გამარჯვებულს კი რა თქმა უნდა, ქაფიანი სასმლის მოყვარულები ირჩევენ. ამას გარდა, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება სხვადასხვა თემატურ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და შესაბამისი პრიზებიც მიიღოს. გასულ წელს საუკეთესო ლუდად Moravské დასახელდა, მეორე Pardal და მესამე ადგილზე გავიდა Budweiser.
ფესტივალზე გადახდა მოგიწევთ
ე.წ Beer Tolarsით,
რომელიც
შეგიძლიათ შეიძინოთ
იქვე
კა
შესვლა უფასოა. მობრძანდით და შეხვდით სხვადასხვა ეროვნების ხალხს.
ღირებულებაში შედის სასტუმრო; დილის საუზმე (შვედური მაგიდა).
როგორ მივაღწიოთ გამოფენამდე: მეტროს ხაზი B - ამოდით სადგურის ბოლო Letňanyის გაჩერებაზე. აქედან ფესტივალი ფეხით 5 წუთის სავალზე მდებარეობს ან კიდევ გამოიყენეთ უფასო ავტობუსი # 758, რომელიც ზუსტად გამოფენის წინ ჩერდება. ტრანსფერი: 2 გზა აეროპორტისასტუმრო & სასტუმრო აეროპორტი; / კერძო მანქანა/ორი პიროვნებისთვის დამატებითი მომსახურება: ბარათი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ 3 დღის განმავლობაში უფასოდ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უფასოდ ესტუმროთ მაქსიმუმ 55 მუზეუმს.
|
|
||||||||